რამდენიმე კვირის განმავლობაში 25 ათასმა ბრიტანელმა კინოს მოყვარულმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტელეარხის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. მათ გამოავლინეს მსოფლიოს ყველა დროის ასი საუკეთესო კინოვარსკვლავი.
პირველი ადგილი მაიკლ კორლეონეს როლისათვის აღიარებულ სურათში “ნათლია”, ამერიკელ მსახიობს ალ პაჩინოს ერგო.
მეორე ადგილი რობერტ დე ნირომ დაიკავა, რომელმაც ზემოთ დასახელებულ ფილმში უფროსი კარლეონე განასახიერა.
მესამე და მეოთხე პოზიციებზე ტომ ჰენქსი და კევინ სპეისი გავიდნენ.
პირველ ათეულში შემდეგი მსახიობები მოხვდნენ: ჰარისონ ფორდი, ჯეკ ნიკოლსონი, ენტონი ჰოპკინსი, შონ კონერი, ევან მაკგრეგორი.
ქალი მსახიობებიდან ყველაზე მაღალი ადგილი ოდრი ჰეპბერნმა დაიკავა. ის 13-ე იყო.