ალა პუგაჩოვა, შესაძლოა, თბილისში გადმოცხოვრდეს პოპ დედოფალმა რუსეთი დატოვა.
პუგაჩოვას საქართველო ძალიან უყვარს, ის არაერთხელ სტუმრობდა თბილისს.
გავრცელებული ცნობებით, პუგაჩოვა საცხოვრებელ ადგილად საქართველოსაც განიხილავდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ალა პუგაჩოვა შვილებთან ლიზასთან და ჰარისთან ერთად რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.
როგორც სხვადასხვა მედია წერს, ეს არის უკიდურესი ქმედება მომღერლის მხრიდან, რადგან როგორც ცნობილია,მას ეშინია ფრენის და ყველგან მატარებლით მოგზაურობს.
წყარო: RadioTbilisiFm93.5