საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“აშშ განაგრძობს ამ მიმართულებით საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით, მათ შორის „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის” განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და ამერიკული ბიზნესებისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაცნობით”,_ განაცხადა ალან პერსელმა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს TRIPP-ის ინიციატივა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის მედიაციით არის შემუშავებული.



































































