https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ალაფიშვილი “პრემიების საქმეზე”: “გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტებაც”

7:01; 9.01.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას არ შეასრულებს და შესაბამისად საკრებულოს ყველა თანამშრომელი პრემიას ვერ მიიღებს იურისტები კანონდარღვევად აფასებენ.

თვითმმართველობის ექსპერტი, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ე.წ. “პრემიების საქმეზე” „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეუსრულებლობა კანონის დარღვევაა:

„საკრებულოს აპარატის პერსონალთან, მათ დისციპლინურ, წახალისების თუ სახელფასო საკითხებზე გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამ საკითხზე მერს კოდექსი არავითარ უფლებამოსილებას არ უდგენს, მასთან რაიმეს შეთანხმების მოთხოვნა კანონდარღვევაა.

თუკი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება გამოცემულია და მერი ან სხვა პირი არ ასრულებს, ეს კანონდარღვევაა და გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს უფლებამოსილების გადამეტებაც,“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის 18 თანამშრომელს პრემია მისცა.

შარაშენიძის #245 ბრძანების თანახმად, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული, 18 თანამშრომლის პრემიებზე 18 560 ლარი გაიცა.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო და ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისათვის მიეცათ 2017 წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებაზე სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 % ოდენობით. სულ 18 საჯარო მოხელეს, რომლებმაც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შერწყმის პროცესში, მობილობის რეჟიმში, სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ საჯარო მოხელეები,“ _ აღნიშნულია კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარში, რომელიც მან პრესსამსახურის საშუალებით  მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე 30 დეკემბერს “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:

“ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში” _ ამბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა, რასაც “გურია ნიუსის“ მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტი ცხადჰყოფს.

მერმა მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან დასაჯილდოვებელთა სიას ელოდებოდა.

ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემის ინიციატორი ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო. არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მერიაში პრემიების გაცემა არ იგეგმებოდა. არადა, როგორც გავარკვიეთ, შარაშენიძის მიერ პრემირებულთა სიაში პირველი სწორედ საფინანსო სამსახურის უფროსი იყო.

მერის მიერ დაჯილდოებული სხვა მოხელეების სია ასეთია:

ლაშა თავაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;  მიხეილ შილაკაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;  პავლე ჭყონია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;  ნინო დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;  დავით გორდელაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი;  თამარ ბაბილოძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მარინა დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ეკატერინე გეგიაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაკა ბეგიაშვილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  დავით ღლონტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  ნათია ვაშალომიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;  ქეთევან სანიკიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  თემურ გიორგაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;  თემურ მურვანიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი;  მიხეილ შალამბერიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  კლიმენტი ცერცვაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;  მაია ინარიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.

აღნიშნული სიის და შესაბამისი ბრძანების „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას დაპირისპირება მოჰყვა.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს გაღიზიანება არც დაუმალავთ და შესაბამისი პირებისგან რეაგირებაც მოითხოვეს:

“მერმა არაფრად ჩააგდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ უფლებამოსილი პირის კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული და საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანება და იგნორირება უყო რა საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 35-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტს, აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არ გასცა დანამატები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, რომლებისც მთელ გარდამავალ პერიოდში მუშაობდნენ და ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არსებობდა და აუცილებელი ხარჯები და ვალდებულებებიც გაწეული იყო.

რა, ოზურგეთის მოსახლეობა იმდენად მეტადაა გაჭივრებული ჩოხატაურისა და ლანჩხუთისაზე, რომ აქ არ შეიძლებოდა პრემია დანამატების გაცემა?! ეს ხალხის რჩეული მერის უკვე მეორე“მაღალკომპეტენტურობის” გამოვლინებაა, მერიის ერთ–ერთი სამსახურის უფროსის დანიშვნვა–განთავისუფლების “სკანდარიკოს” შემდეგ.

 ვიღაცამ რაღაცას, ვისაც ხელეწიფება, ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!” _ ეს კომენტარი ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შარაშენიძის მიერ პრემიების გაცემაზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა _ დავით დარჩიამ მერს საკრებულოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი:
“მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და მერის 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა სახლფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს 100 %-ის ოდენობით.

აღნიშნული საზოგადოებისთვის ცხადყოფს რეალურ ვითარებას. ასევე, ნათელს ფენს ერთ–ერთი მედიასაშაულებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინიციატორი ვიყავი თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატების გაცემისა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი _ წინააღმდეგი.

ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას.

მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახლეფასო დანამტს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი.

საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმინობის გამჭვირვალეობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა _ ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი.

აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი, ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არდანახვა და მართებულად ვერშეფასება. აქვე დავძენ, რომ საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ“, _ აღნიშნა დავით დარჩიამ „გურია ნიუსისთვის“ მიწოდებულ ექსკლუზიურ კომენტარში.

დარჩიას თქმით, მერის გადაწყვეტილება და საკრებულოს თანამშრომლებისთვის პრემირებაზე უარის თქმა, მაშინ, როცა  შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო,  უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც არ ეთანხმება შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დადანაშაულება საკრებულოს დისკრედიტაციასა და პულიტიკურ სპეკულაციაში უსაფუძვლოა:

“2017 წლის 28 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მერიას მომართა წერილით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, თანამდებობის პირებისა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისთვის, საკრებულოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე დანამატის გაცემის შესახებ.

გამომდინარე იქედან, რომ ეჭვს იწვევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა თანამშრომლის მიერ 2017 წლის 27 ნოემბრიდან ერთი თვის ვადაში ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულება, ასევე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში საქმიანობას, მოხდა სიტყვიერი შეთანხმება საკრებულოს აპარატის უფროსთან, რომელსაც ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა მხოლოდ იმ თანამშრომელთა სახელობითი სია, რომლებმაც იმუშავეს ღამის საათებსა და არასამუშაო დღეებში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეებზე სახელფასო დანამატი შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად, ასევე ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეს საქმიანობის გამო.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ დანამატის გაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 18 თანამშრომელზე ეფუძნებოდა ზემოაღნიშნული კანონის საფუძველს, შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნიეთ იგივე პრინციპი გავრცელებულიყო საკრებულოს თანამშრომლების მიმართაც“, _ აღნიშნულია შარაშენიძის მიერ “გურია ნიუსისთვის” გამოგზავნილ კომენტარში.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ შარაშენიძის ეს კომენტარი საფუძველს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ ის თანამშრომლებისთვის არა თანამდებობრივი სარგოს 100%-ის მიცემას, არამედ 63%-ის მიცემას აპირებდა, რადგან საკრებულომ  ყველაზე მეტი იმუშავა და პრემიისთვის განკუთვნილი თანხა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გადანაწილდებოდა..

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ არიან სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები

18:08; 5 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2 იანვარი, 2026

საშობაო ბაზრობის ტრადიცია ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალ საპარლამენტო მდივანს წარადგენს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო