„ალბათ, მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა”, _ ეს განცხადება ჟურნალისტებთან თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.
სარალიძის თქმით, სუბელიანის დაკითხვას 9 საათი არ სჭირდებოდა.
მოკლული მოზარდის მამა დამნაშავეების დასჯას კიდევ ერთხელ ითხოვს და ამბობს, რომ თუკი მის მიერ ჩამოთვლილ კონკრეტულ პირებს პასუხისგებაში არ მისცემენ, აქციები გაგრძელდება.
„ალბათ, მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა. 9 საათი და 10 საათი მისი დაკითხვა. საერთოდ, პირველი დაკითხვა არის გრძელვადიანი. შემდეგის დაკითხვები არის ინფორმაციის დაზუსტება… ჩემი გეგმები ცნობილია, მათ ჩამოვუთვალე კონკრეტული პირები, რომელთა დაკავების ყველა საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით”, – აცხადებს სარალიძე.