“ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთდ არ მაინტერესებს – რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ მხარს ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ”, _ ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
“სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან, გაზეთ “პრავდაში” რა დირექტივებს აქვეყნებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციიდან მათ, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.
“გაითხოვეთ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.