დღეს მე რაც ვთქვი, თუ ეს შეთანხმება შესრულდა უნდა შევიდეთ პარლამენტში, მე გავბედე ამის თქმა, ყველას უნდა ოპოზიციის 99 პროცენტს უნდა პარლამენტში შესვლა, ოღონდ ბაქრაძე-ბოკერია-უგულავას არ უნდათ, რადგან ისინი ვერ შევიდნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შესვლა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უმეტესობასაც.
„ვერავინ ბედავს ამის თქმას. ავიღე მე ჩემს თავზე ამის თქმა და მთელი ჭუჭყი წამოვიდა ჩემზე, მაგრამ არ მეშინია. ეს არის გადასარჩენი მოლაპარაკება, ამიტომ ვზივარ იქ და ამას ვიცავ. შესვლა და შეცუნცულებზე კი არ არის, სულ არ მაინტერესებს მანდატი, 43 წლის ვხდები და არასდროს დეპუტატი არ ვყოფილვარ. ყველას უნდა შესვლა, ყველა ცალ-ცალკე მეჩურჩულება, ეყოთ კაცობა, გამბედაობა, ამოიღონ ხმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.