„მეორე ტალღა დაიწყო“ – ეს ცოტა ხმამაღალი განცხადებაა. არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და გაცემული რეკომენდაციები არ დაივიწყოს.