ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
,,ვერ ეღირსებით იმას, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება“,_ განაცხადა ლუკაშენკომ.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში ძალაუფლების გადანაწილება საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში გამართული აქციებით
,,არასამართლიან არჩევნებზე საუბრობთ და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გსურთ? გპასუხობთ ამ კითხვაზე. ჩვენ არჩევნები უკვე ჩავატარეთ. ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“,_ აცხადებს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1%-ით გაიმარჯვა.
დღეს, ბელორუსში ათასობით დემოსტრანტი ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.





























































