„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში, ალექსანდრე სარიშვილი, ფალავანთა კლუბში ლანჩხუთელ მოჭიდავეებს შეხვდა.
მერობის კანდიდატი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კლუბში დაწყებულია ერთი დარბაზის რეაბილიტაცია, ასევე მოეწყობა სველი წერტილები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შენობის გაზიფიცირება.
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და ამ მიმართულებით მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის გახორციელებას გეგმავს.
„მომავალ თაობას დიდი ხელშეწყობა სჭირდება, რადგან ქვეყნის აღმშენებლობა სწორედ მათი წარმატებებიდან იწყება. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ შედეგებს, რომელიც სპორტის ამ სახეობამ მოუტანა მუნიციპალიტეტს. მეამაყება, რომ გვყავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობენ და წარმატებებს აღწევენ. ეს ადამიანები მინიმალურ პირობებში მაღალ შედეგებს დებენ. სწორედ ამიტომ, თქვენი მოთხოვნები და საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დგომით ხელს შევუწყობთ მომავალი ლანჩხუთის აღმშენებლობას“, _ განაცხადა მერობის კანდიდატმა. (R)