რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის, მიტინგების ნებართვის გარეშე არაერთხელ ორგანიზებისა და გამართვისთვის, სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ნავალნის მხარდამჭერები ამბობენ, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაწყვეტად დააკავეს, რადგან ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობა მეოთხე ვადითაც სურს.
სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ნავალნიმ სასჯელს „პუტინისთვის დაბადების დღეზე“ გაკეთებული საჩუქარი უწოდა და მხარდაჭერებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, ნავალნი წელს უკვე მესამედ დააპატიმრეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 20 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ასევე ნავალნის თანამოაზრეს, ლეონიდ ვოლკოვს, რომელიც შიმშილობის დაწყებით იმუქრება.
ამავე თემაზე: