საფრანგეთის პოლიციამ ლეგენდარული ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3000-ზე მეტი ტყვია ამოიღო.
გარდა ამისა, მსახიობის სახლში დუში-მონკორბონში, ტირი იპოვეს.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ დელონს არ ჰქონდა იარაღის ქონის ნებართვა.
88 წლის მსახიობი იყო ფრანგული კინოს ოქროს ეპოქის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი ბიჭის პერსონით ეკრანზე ისეთ ჰიტებში, როგორიცაა The Samurai და Borsalino.
მსახიობის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ დაინიშნა, რაც სასამართლოს მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკმა, დელონის სახლში შენიშნა იარაღი და გააფრთხილა მოსამართლე.
მისმა სამმა შვილმა მედიის წინაშე უკმაყოფილება გამოთქვა შეურაცხყოფის, ბრალდების, სასამართლო პროცესის და ფარული ჩანაწერების სერიის გამო.
როგორც ცნობილია, მსახიობი 2019 წლიდან მძიმე სენს ებრძვის.