გამოცემა BAZA -ს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში კრემლის იდეოლოგის, პოლიტოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის მანქანა აფეთქდა. გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით არხი 112-ც. ავრცელებს.
mk.ru ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე, მოჟაისკოეს გზატკეცილზე, სოფელ ბოლში ვიაზემისთან მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დარია დუგინი Land Cruiser Prado-ს მართვის დროს აფეთქდა.
,,მანქანის ნამსხვრევები მთელ გზაზე იყო მიმოფანტული. გამომძიებლებმა თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მანქანაში გაზის ბალონი აფეთქდა. ამჟამად პრიორიტეტულია ვერსია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამუშავება“, – წერს გამოცემა.
დარია დუგინა 30 წლის იყო, ის 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ავტორი