ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ სურთ, ბელარუსი უკრაინის ომში ჩაითრიონ.
მისი თქმით, ბელარუსი იომებს თავის მიწაზე. ამის შესახებ ლუკაშენკომ საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„თქვენ ხედავთ, რომ უბრალოდ, უნდათ ჩვენი ჩათრევა უკრაინის ომში სპეციალურად, რათა მოვაშიშვლოთ ჩვენი სხვა საზღვრები. მერე ადვილად გაგვისწორდებიან, ჩვენ უკრაინიდანაც კი ვერ მოვასწრებთ გამოსვლას, ეს ტაქტიკაა“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ჯერ რუსეთს გაუსწორდებიან, მერე ბელარუსში გადმოვლენ: „რათა მერე კვლავ დაიწყონ, როგორც 2020 წლის აგვისტოში (საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ). ჩვენ გამოვიცანით მათი ჩანაფიქრი და არა მხოლოდ გამოვიცანით, არამედ ამაზე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა, „ფეიკები“ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ საკმარისი იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვკვდებით თქვენთან ერთად ჩვენ მიწაზე. ამაში შეგიძლიათ, ეჭვი არ შეგეპაროთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.