https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ალექსანდრე დარახველიძე: “შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას”

19:23; 8.12.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას.

„მოგეხსენებათ, უკვე ათ დღეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებამ ნათლად იხილა, მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის, სამწუხაროდ გუშინაც დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. აქციების მსვლელობისას საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა კანონით დადგენილ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ ფიქსირდებოდა ძალადობრივი ფაქტები, შესაბამისად, პოლიციას არ უწევდა კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება, არ ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების დაკავება და შეკრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ. თუმცა, საზოგადოება ასევე ხედავდა ისეთ შეკრებებსაც, სადაც შეკრების მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს, როგორც პოლიციელების მისამართით, ასევე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი მოქალაქეებთან დაპირისპირების. ჩვენი თანამოქალაქეები ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დამტვრეულ როგორც კერძო პირების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას – მათ შორის სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს, კარგად ჩანდა როგორ ნადგურდებოდა კერძო მესაკუთრეთა ქონება. ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შენობაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე ვანდალურად იქნა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, დარბეული და გაძარცვულია მაღაზიები.

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები. ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის. მოქალაქეები და კერძო მეწარმეები აფიქსირებენ შეტყობინებებს მანქანების, მოტოციკლეტების, სქროლების, გარე ავეჯისა და ინვენტარის დაზიანების თაობაზე. დამტვრეულია და დაზიანებულია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“, ასევე მაღაზიების „ბოსის“, „თაიმისა“ და „სუფთა სახლის“ გარე ფასადები.

კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერებში იხილა, აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად როგორ ანადგურებდნენ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. რათა შემდგომში ხელი შეეშალათ პოლიციის მხრიდან დანაშაულის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის. აღნიშნულით ზარალი მიადგა როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფოს. ასევე, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.

აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ. აღნიშნული ცალსახად შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს. დასკვნის საფუძველს გვაძლევს ასევე წინა წლების პრაქტიკა, როდესაც მოძალადე ჯგუფების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს. მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი. ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება“, – განაცხადეს შსს-ში.

ალექსანდრე დარახველიძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5 დეკემბერი, 2025

პროტესტს კონსერვატორიის სტუდენტები შეუერთდნენ- ვითარება პარლამენტთან

თბილისის მერია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო