რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.
ცნობილია, რომ ნავალნი ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა, სადაც ის 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს.
“თექვსმეტ თებერვალს N3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა. გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება”, – ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის განცხადებაში.