ვერძი
იდეალური სასმელი ვერძებისთვის არაყია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ ცქრიალა ღვინის ნელა სმა და იშვიათად არიან ლუდის თაყვანისმცემლები.
კურო
ყველაზე დიდ სიამოვნებას კუროს ლუდი ანიჭებს. ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ სმა გონების არევამდე. მაგრამ, ძალიან მოსწონთ დაბალალკოჰოლური სასმელი მოსადუნებლად, რომელიც ადამიანს ამავდროულად სასიამოვნო საუბრისთვის განაწყობს.
ტყუპები
ტყუპების საყვარელი სასმელი ტეკილაა, რომლის შემდეგ, საღამოს პროგრამაში ცეცხლოვანი ცეკვების და მხიარულების დრო დგება.
კირჩხიბი
ღირსეულ ალკოჰოლურ პარტნიორად ისინი ჯინის მიიჩნევენ და უნდა ითქვას, რომ ხან სუფთა ჯინსაც სვამენ, ტონიკის გარეშე.
ლომი
ლომები უპირატესობას წითელ ღვინოს ანეჭებენ.
ქალწული
ქალწულები საყვარელ სასმელად თეთრ ღვინოს ასახელებენ და თვლიან, რომ ის, ნებისმიერი შემთხვევისთვის, იდეალურია. გარდა ამისა, ითხოვენ, რომ ღვინო ყოველთვის ცივი სახით მიართვან, – წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე უარს ამბობენ.
სასწორი
იდეალური სასმელი სასწორებისთვის – ვისკია.
მორიელი
მორიელები, თუ არჩევანი ღვინოს და შამპანურს შორის არის გასაკეთებელი, უპირატესობას შამპანურს ანიჭებენ. ისინი არც ტეკილაზე და ჯინზე ამბობენ უარს. მაგრამ, საუკეთესო ალკოჰოლური სასმელი მათთვის – კონიაკი არის.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს უყვართ პერიოდი, როდესაც შამპანური მდინარესავით მოედინება. გარდა ამისა, ისინი არ თვლიან, რომ მათი საყვარელი სასმლის დასაგემოვნებლად განსაკუთრებული დრო და სიტუაცია არის საჭირო.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სიამოვნებასმხოლოდ სკოჩი (შოტლანდიური ვისკი) ანიჭებთ.
მერწყული
მერწყულები პერიოდულად რომელიმე სასმელზე აკეთებენ არჩევანს და უფრო ხშირად, ასეთი სასმელი სხვადასხვა სახის კოქტეილია. მაგრამ, დგება დრო და ისინი ხვდებიან, რომ რომზე უკეთესი სასმელი არ არსებობს დედამიწაზე.
თევზები
თევზებს არ უყვართ ერთფეროვნება და ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობის შექმნა, მხოლოდ აბსენტს შეუძლია.