მკვლევრების თქმით, აღმოაჩინეს კოსმოსში ყველაზე დიდი ალკოჰოლის მოლეკულა, პროპანოლის სახით.
პროპანოლის მოლეკულები არსებობს ორი ფორმით: ნორმალური-პროპანოლი, რომელიც პირველად ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში აღმოაჩინეს და იზო-პროპანოლი (ხელის სადეზინფექციო საშუალების მთავარი ინგრედიენტი), რომელიც აქამდე ვარსკვლავთშორის სივრცეში არ დაუფიქსირებიათ.
ეს ალკოჰოლის მოლეკულები აღმოაჩინეს ვარსკვლავების „მიწოდების ოთახში“, გიგანტურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში, სახელად „Sagittarius B2“-ში. რეგიონი მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრთან.
კოსმოსის მსგავსი მოლეკულური ანალიზი უკვე 15 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს კვლევები ჩილეში არსებულმა ტელესკოპმა კიდევ უფრო გააძლიერა. საუბარია ატაკამას ფართო მილიმეტრულ ტელესკოპზე.
მსგავსი მჭიდროდ დაკავშირებული მოლეკულების აღმოჩენა, როგორიცაა ნორმალური პროპანოლი და იზო-პროპანოლი, მეცნიერებს საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად დაათვალიერონ მათი წარმოქმნილი ქიმიური რეაქციები. ეს ქიმიური რეაქციები კი საბოლოოდ ვარსკვლავების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრების თქმით, გალაქტიკის ამ რეგიონში ბევრი ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება და მისი შესწავლა ასტრონომიისთვის უმნიშვნელოვანესია.
ავტორი