შინაგან საქმეთა სამინისტროს გამცხადებით, გარდაბანში, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამმა ბრალდებულმა სტუმრად მყოფ ნაცნობს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.