შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, დეკანოზ ვახტანგ თოხაძეს დროებით მღველმსახურების უფლება შეუწყდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დაადასტურა ამავე ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ბასილმა (გოგოტიშვილი).
“გუშინ, მამა ვახტანგმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ასევე, აკურთხა “ალტ-ინფოს“ ოფისი. ის გაფრთხილებული იყო მსგავსი ქმედების განხორციელების შემთხვევაში შემოქმედის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იოსები მიიღებდა სათანადო გადაწყვეტილებას.“ – გვითხრა მამა ბასილმა.
როგორც მამა ბასილმა გვითხრა, რამდენიმე დღეში გაიმართება შემოქმედის ეპარქიის კრება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კრებაზე იქნება მიღებული.
ავტორი