ორი წლის სესილი სიბაშვილი, დედით გურული და მამით კახელი, თბილისიდან ცხელ ზაფხულს გაექცა და ამჯერად გურჯაანში, ვეჯინში, მამისეულ გარემოში ერთობა. ჯერ თავად მიირთვა ალუბალი, კარგადაც მოითხუპნა და მერე წიწილასაც დააძალა _ ძალიან გემრიელიაო… გაჯიუტდა საწყალი წივწივა…
_არ გინდა ალუბალი? არც ძილი გინდა? ნანაააა…_ ეფერება და დარწმუნებულია, ახლა მაინც დაუჯერებს პატარა მეგობარი.