,,ქართული ოცნების“ წევრების გადაწყვეტილებით, იმ ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, რომლებმაც გუშინ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერეს, კომენტარებს არ მიცემენ.
უმრავლესობის დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის თქმით, მშიშრები და ფარჩაკები არიან კონკრეტულ ტელევიზიებში.
,,მე ჟურნალისტებს ვეწერები, თქვენ კი კონკრეტული პარტიის ტელევიზია ხართ. ეს ტრენდი საიდან მოიტანეთ (რომ გვეშინია), მშიშრები და ფარჩაკები არიან კონკრეტულ ტელევიზიებში. კონკრეტულ მენეჯერებში მოიკითხეთ, დაცვებით რომ დადიან. ნამუსი იქონიეთ, ნუ სპეკულირებთ გარდაცვლილით. კონკრეტული ადამიანით ვაჭრობთ”, _ განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა
ცნობისთვის, “მთავარმა არხმა ” “ფორმულამ” “ტვ პირველმა” და “კავკასიამ” მაუწყებლობა ბოიკოტის ნიშნად 14 ივლისს 24 საათით შეაჩერეს.
ტელევიზიის წარმომადგენლები, ჟურნალისტების პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების დასჯას ითხოვენ.
ავტორი: მერაბ ცაავა