პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად რომ წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს და ისეთი დემკრატიული და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ. დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშე.
სალოზე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელიც მმართველმა და ოპიზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი ელჩების საშუალებით მიიღეს, ბუნდოვანია.
„შეთანხმებაში, რომელსაც ვერც კი მივესალმე რჩება გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს. ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციის პროვოცირებას, თუმცა, ამის ძალა ნაკლებად გააჩნია, მეორე მხრივ კი ქართულ ოცებას სიტუაციიდან გამოსვლის სწრაფი ბერკეტი გააჩნდეს.აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სიტუაციის განმუხტვა, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება.
ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ რომ 2 დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს, ახალ პოლარიზაცია და კიდევ დაპირისირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგბრობის მიერ აღიარებული შეთანხმება ვერ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერს კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს.
ჩვენი ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას.
რადაც არ უნდა მიღირდეს, ეს ალბათ ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება. 2 ადამიანს ვერ გადავაყოლებ ქვეყნის მომავალს. ვათავისუფლებ ბევრისთვის ამ 2 ოდიოზურ ფიგურას და რეალურად ვათავისუფლებ ქვეყანას წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს“,_ განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.