https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამ ადგილმა აგვირჩია” —  გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს

11:43; 4.11.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე სახლის ეზოში დგას. იქიდან ყველაფერი ჩანს, რაც ასე იზიდავს ტურისტებს. მათი რიცხვი კი იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდის გახსნის შემდეგ.

კოტეჯი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდსაც ზემოდან დაჰყურებს. გარდა კანიონის ხედისა, ირგვლივ ბევრი რამ იქცევს ყურადღებას — თითქმის ეზოს მიჯნაზევეა X საუკუნეში აშენებული მცირე ზომის ეკლესია. ეზოდან ერთ–ერთი ბილიკი ჩანჩქერთან ჩადის და ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ეზო სახლითა და კოტეჯით, სრულ ჰარმონიაშია დაშბაშის ღირსშესანიშნაობებთან.

“ადგილმა აგვირჩია”

“ჩვენ არ აგვირჩევია ეს ადგილი, ამ ადგილმა აგვირჩია. ბოლო წლებში, თვითონ მოგვთხოვა, რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა აქ”, — ამბობს ერნა და განმარტავს, რომ კანიონის მიმართ ტურისტების გაზრდილ ინტერესთან ერთად, “ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა”.

სახლის წინ ბილიკი გადის, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურამდე, ხეობაში ჩასასვლელი ძირითადი გზა იყო. ამიტომ, ტურისტებთან ურთიერთობა მუდმივად უწევდათ. მათთან ყოველი კომუნიკაცია კი ოჯახს პირდაპირ მიანიშნებდა, რა სჭირდებოდათ ხეობის სტუმრებს.

“გვეკითხებოდნენ, ხომ არ იცით, სად შეიძლება, ვჭამოთ ან გავჩერდეთო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები.

2018 წელს პატარა მაღაზიით დავიწყეთ. ეს განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან მაღაზიაშიც ვმუშაობდი და, პარალელურად, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

წამოწყებამ გაამართლა. შემდეგ კაფე გავხსენით და ვხვდებოდით, რომ სასტუმროც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა არა ტიპური სასტუმრო, არამედ, განსხვავებული, ისეთი, ავთენტური რომ იქნებოდა ბუნებასთან და ამ ადგილთან. მივხვდით, ეს უნდა ყოფილიყო ხის კოტეჯი პანორამული ხედით“, – ამბობს ერნა.

პატარ–პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნამდე

ოჯახი ერნას იდეებს ყოველთვის მხარს უჭერდა, ჩანაფიქრიდან — რეალიზებამდე. ასეა დღესაც — სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, ერნასთან ერთად, ოჯახის ყველა წევრია ჩართული.

„ჩემს ყველა იდეაზე ამბობდნენ — კარგი, მოდი, ვცადოთ, ეს კი მოტივაციას მიასმაგებდა. განსაკუთრებით, დედის მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან სწორ და გამოსადეგ რჩევებს მაძლევდა“, – აღნიშნავს ერნა.

იდეების რეალიზებამდე, როგორც თვითონ ამბობს, „პატარ–პატარა ნაბიჯებმა“ მიიყვანა. ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მეტი ინფორმაციის მოძიება საგრანტო პროექტზე „ეს წალკაა“, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს. პროექტის ერთ–ერთი მიზანი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა.

თავდაპირველად ამ პროექტის შესახებ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან (LAG) შეიტყო, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებასა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

„მახსოვს, LAG-ის წარმომადგენლები სოფელ–სოფელ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას. ჩემი იდეით სწორედ მათ მივმართე და ძალიან დიდი მხარდაჭერაც მივიღე — დამაკვალიანეს, რა იყო მნიშვნელოვანი პროექტის წერისას, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.

დიდი გამოწვევა იყო. არც ცოდნა მქონდა, არც — გამოცდილება. LAG-ის დახმარების პარალელურად, პროექტის წერისას უამრავ ინფორმაციას ვიძიებდი ინტერნეტიდანაც. ზოგჯერ ინტუიციას მივყვებოდი. სირთულეების გადალახვაში ჩემი ოპტიმისტური ხასიათიც მეხმარებოდა. ამის მიუხედავად, იყო მომენტები, როდესაც შემშინებია, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ – არა! ასეთ პერიოდებს თვითრწმენა და ბევრი შრომა უნდა დაუპირისპირო“, – ამბობს ერნა.

გამოწვევების მიუხედავად, მიზნის მიღწევა მაინც შეძლო. მან საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში — ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსში წარადგინა და 30 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.

ევროკავშირის ეს პროექტი სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. მისი მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებისთვის შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროები შექმნას და მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ და ბიზნეს ინიციატივებს. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი გრანტი გაიცა და პეპანიანების ოჯახიც მათ შორისაა.

„დაშბაშის პანორამა“

კოტეჯის მართვისას ოჯახის წევრებს როლები გადანაწილებული აქვთ. ერნა, მეტწილად, სტუმრებთან კომუნიკაციასა და სასტუმროს პოპულარიზებაზე ზრუნავს.

„ვმართავ გვერდებს Booking-ზე, Airbnb-სა და Facebook-ზე. ეს პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრების მოსაზიდად, არამედ უკუკავშირის მისაღებადაც. უკუკავშირი პოზიტიურია. განსაკუთრებულად კი ის გვახარებს, როდესაც წერენ, ხედის გამო მოვედით, მაგრამ მასპინძლობის კულტურამ მოლოდინს გადააჭარბაო.

ვიზიტორებისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნა არაა საკმარისი. მასპინძლობაა მნიშვნელოვანი — დახვედრა, გულწრფელი ემოციური კავშირი მათთან და გულღიაობა. მთავარია, მიიღო ისინი ისე, როგორც საკუთარ სახლში“, – ამბობს ერნა.

ხისგან აშენებული კოტეჯი მაქსიმუმ, ოთხ ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯი თანამედროვე და მყუდროა. ავეჯის განლაგებასა და დიზაინზეც თავად ერნამ იზრუნა. „დაშბაშის პანორამას“ სტუმრებს შორის ბევრი უცხოელია, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდანაც. ხელმისაწვდომი ფასისა და ხედის გამო, კოტეჯი ადგილობრივებშიც პოპულარულია.

სამომავლო მიზნები

მართალია, საქმიანობის ამ ეტაპზე ბევრი თანამშრომელი არ სჭირდებათ, მაგრამ კოტეჯსა და სამზარეულოში ორი ადამიანის დასაქმება მაინც შეძლეს. მომავალში კი მეტსაც დაასაქმებენ, რადგან ოჯახს ბიზნესგანვითარების გეგმა აქვს.

„მომავალს დიდი იმედებით ვუყურებთ. გვინდა, გავაძლიეროთ სარესტორნო საქმიანობა და რამდენიმე კოტეჯიც შევმატოთ ამ ადგილს“, – აღნიშნავს ერნა.

ერნა პეპანიანი პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტი თბილისში უკვე დაასრულა. პროფესიულ განვითარებას გეგმავს, მაგრამ მთავარ მიზნად ჯერ მაინც სასტუმროს ბიზნესის განვითარება აქვს დასახული.

„მინდა, მივეხმარო ოჯახს და შევქმნა რაღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც დავუტოვებ მათ და შეძლებენ, მართონ“, — გვეუბნება ერნა. სწავლის გაგრძელება გერმანიაში უნდა და ახალი კოტეჯების აშენების შემდეგ, ეს მისი მომდევნო მიზანი იქნება.

იმ ახალგაზრდა ქალებს კი, რომლებიც ახლა ფიქრობენ საკუთარ საქმიანობაზე და არ იციან, როგორ დაიწყონ, ამ რჩევებს უტოვებს:

„შეცდომებიც დავუშვი და ამის გამო ბევრჯერ მისაყვედურია კიდეც საკუთარი თავისთვის, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამან გამოცდილება მომცა, ეს უნდა გამევლო.

ასეთი გამოთქმაც არსებობს: იმისთვის, რომ რაღაც კარგად გამოგივიდეს, ჯერ ცუდად უნდა გააკეთოო. რამეს ცუდად რომ აკეთებ, ესეც გაკეთებაა, საერთოდ არაფრის კეთებას სჯობს. ასე რომ, არ შეგაშინოთ შეცდომებმა. გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. უნდა დაისახოთ რეალისტური მიზნები, გადადგათ პატარ–პატარა ნაბიჯები და დიდი შრომით ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

ისიც გახსოვდეთ: როგორც არ უნდა გეხმარებოდნენ, თუ გინდა რამეს მიაღწიო, პირველ რიგში, შენ თავად უნდა იშრომო ძალიან ბევრი“.

ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ორგანიზაცია CENN-თან ერთად, უკვე მესამე წელია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებაზე, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე მუშაობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას, ქალთა გაძლიერებას და შედეგად, რეგიონში ეკონომიკის განვითარებას.

ავტორი: გიორგი გიორგაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

ერნა პეპანიანიწალკა
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17 იანვარი, 2026

გამოიგონეს ადამიანის უკვდავების მეთოდი

თანხების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

ყველა სიახლე

სამართალი

ტრაგედია ჩოხატაურში _ “შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, მამას გულმა დაარტყა”

20:50; 17.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო