რაჭაში მცხოვრები ვაჟა ცეცაძე, რომელიც სტიქიის ზონაში მაშველებზე ადრე მივიდა, „ფორმულასთან“ დავით ჯელაძესთან ემოციურ შეხვედრას იხსენებს.
„ემოციური საუბარი მქონდა, ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, როცა აღარ შეგიძლია, სწორედ მაშინ შეძლებ, მიდი, გადადგი ნაბიჯი-მეთქი. ამ ბიჭმა დაიღრიალა… არ გამიგია ეგეთი ხმა ადამიანის. ერთი ამოიყვირა და ერთი ნაბიჯი გადადგა, მეორე ამოიყვირა, ძალიან ხმამაღლა, გადადგა და ლაშამაც დაიჭირა უკვე ხელი. დიახ, ეს ბიჭი არის დავით ჯელაძე,“ – ამბობს ვაჟა ცეცაძე.
“ალია”