https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამ დონის მეწვრილმანეა ბიძინა ივანიშვილი“ _ მამუკა ღლონტი წარსულზე ალაპარაკდა

18:03; 6.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დღევანდელ პირობებში ვინც აიღებს პოლიტიკურ ფულს, ბუნებრივია, ის არ არის პატიოსანი მენეჯერი, მაგრამ 2012 წლამდე სხვა სიტუაცია იყო. მაშინ შალვა რამიშვილი მუშაობდა “მაესტროზე“, რომელიც დადიოდა და ყველას სთავაზობდა უფასო რეკლამას. თუმცა, მაინც არ მოდიოდნენ. იმ პერიოდში ჩვენი მოვალეობა რომ შეგვესრულებინა და ბოროტების წინააღმდეგ გვებრძოლა, ერთადერთი გზა გვქონდა _ გარე რეკლამის მოძიება, რადგან რეკლამის მოტანა ჩვენთან ყველას აკრძალული ჰქონდა. სწორედ ამიტომ დავდექით ჩვენ ამ საშიშროების წინაშე და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ყველამ ეს არჩევანი. მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო _ არაორდინალური ვითარება იყო“, _ ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “მაესტროს“ ყოფილი დირექტორი მამუკა ღლონტი ქიბარ ხალვაშის მიერ “გურია ნიუსითვის“ მიცემულ იმ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც ბიზნესმენი ამბობს, რომ 2012 წელს “მაესტროსაც“ აფინანსებდა და “კავკასიასაც“.

მისივე თქმით, “მაესტროს“ გაკოტრებაში დიდი წვლილი “რუსთავი 2“-მა მაშინ შეიტანა, როცა მას ქიბარ ხალვაში მართავდა.

_ ხალვაში შეიძლება საერთოდ არ იყოს დამნაშავე და შეიძლება არც ცოდნოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ეს ფაქტია. სულ თავიდან რომ მოვყვე, “მაესტრო“იყო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზია, როდესაც ვიყავით სტერეოზე და ევრიკის მაუწყებლობაში. გვყავდა 100-ზე მეტი თანამშრომელი, თვეში ორჯერ ვატარებდით კონცერტებს, გვქონდა უამრავი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან დიდი ხელფასები გვქონდა. როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფებაში და “რუსთავი 2“-ის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც მედია საშუალებას ერთ საათში მხოლოდ 12 წუთი სარეკლამო დროის გამოყენება შეეძლო. თუმცა, ეს ვრცელდებოდა მხოლოდ “მაესტროზე“, “იმედზე“ _ იმ ტელევიზიებზე, რომელიც არ იყო მიშას მფლობელობაში. ხალვაშის მფლობელეობაში არსებულ “რუსთავი 2“-ს კი ამ დროს შეეძელო 35 წუთიანი რეკლამა გაეშვა და ასეც აკეთებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი უხეშად არღვევდნენ სარეკლამო კანონს და ჩვენ თუ 10 წამი მაინც გადავაცილებდით, მაშინდელი მარეგულირებელი კომისია, რომელიც ასევე იყო შეკრული იყო სააკაშვილთან, გვემუქრებოდა ლიცენზიის წართმევით. ამის პარალელურად “რუსთავი 2“-ს გაუჩნდა საშუალება თავის უფრო რეინტინგულ რეკლამაში დაედო იგივე ფასი, რაც ჩვენ გვქონდა და თან მას დროც მეტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ვამბობდი მაშინ, რომ “მაესტრო“ მიშამ გააკოტრა _ ჩვენი ერთი წუთი და “რუსთავი 2“-ის ერთი წუთი გახდა ერთი ფასი იმის ხარჯზე, რომ რუსთავს შეეძლო სამჯერ მეტი რეკლამის გაშვება ეთერში.

_ “მაესტრო“ ქიბარ ხალვაშმა გააკოტრა?

_ გააკოტრა სისტემამ. ხალვაშმა შეიძლება არც იცოდა, რაც ხდებოდა, თუმცა, როცა მიშას მმართველობის დროს, საზღვარგარეთ მყოფს, მაშინ, როცა “მაესტრო“ აქტიური გახდა, რამდენჯერმე შევხვდი და ვუთხარი, რომ “რუსთავი 2“-მა “მაესტრო“ უთანასწორო ბრძოლაში გააკოტრა. თუ ხალვაში ეხმარებოდა “კავკასიას“ ან “მაესტროს“, ეს იმის კომპენსაციის მეათედი არ შეიძლება იყოს, რაც მის კომპანიამ, თვითონ ხალვაშმა დამართა ტელევიზიებს ნებით თუ უნებლიეთ. ერთადერთი, ვისაც ვერ მოერიეს, “იმედი“ იყო, რადგან მის უკან ოლიგარქი იდგა, _ ამბობს მამუკა ღლონტი.

მისივე თქმით, “მაესტროს“ არასდროს არავის დავალება არ შეუსრულებია:

_ ვერც მიშამ, ვერც ბიძინამ, ვერც გრეჩიხებმა, ვერც ვერავინ ვერ ნახა “მაესტროს“ დამფუძნებლების ბიოგრაფიაში ერთი ცუდი წერტილიც კი. ეს რომ ენახათ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ წერტილს რამხელა წინადადებად ან მოთხრობად აქცევდნენ. ჩვენ, არასდროს, არავის დავალება, არავის თხოვნა არ შეგვისრულები და არც არავის მხარეს ვყოფილვართ. უბრალოდ, მიშასთან ბრძოლა და მაშინდელი ოპოზიციის ბრძოლა იყო ერთი და იგივე. ამიტომ გამოდიდოდა ისე, რომ ჩვენ თითქოს, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს ვუჭერდით მხარს. ეს რომ ასე ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, რამხელა პიარმანქანა ამუშავდებოდა. მეტსაც გეტყვით, ბიძინას დროს ხელფასიც არ ამიღია იმიტომ, რომ ბიძინას არ ეთქვა, ჩემი ფულით ცხოვრობსო, _ ამბობს ღლონტი და განმრატავს, თუ რატომ დაკარგეს “მაესტრო“.

_ მაესტრო ჩვენ იმიტომ კი არ დავკარგეთ, რომ ბიძინამ “აგვახია“, არამედ იმიტომ, რომ “ნაცებმა“ თავის დროზე იძულებული გაგვხადეს ბიძინასა და მისნაირ ტიპებისგან მიგვეღო დახმარება, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიები დაიკეტებოდა _ სხვა გამოსავალი არ იყო მაშინ, _ აღნიშნავს ღლონტი.

_ ბატონო მამუკა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა ბიძინა ივანიშვლის დაფინანსებას დათანხმდით?

_ ერთი წამით არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ჩემი თანადამფუძნებლები დამეთანხმებიან, რომ 2011 წელს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ივანიშვილისგან აგვეღო დახმარება, მაშინვე ვთქვი _ გადაწერეთ “მაესტროს“ ჯვარი, იგი აღარ იარსებებს, როგორც კი ერთი თეთრი ჩაგვერიცხება ბიძინასგან ბიუჯეტში. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ეს მძიმე არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკუღმართული რეჟიმი, რომელიც იყო მიშას რეჟიმი, ის წამება და არაადამიანობა, რაც ხდებოდა მისი რეჟიმის დროს, დაგვესრულებინა.

_ ბატონო მამუკა, “მაესტროს“ დაკარგვის შემდეგ თუ გქონიათ ივანიშვილთან კონტაქტი?

 _ არა და არც სურვილი მაქვს, რადგან ის ძალიან ცუდად მოიქცა. დაახლოებით ისე _ ადამიანი რომ მოვა და გეტყვის, ორი ავტომატი მაქვს, ორივედან ვერ ვისვრი, მტერი გვიახლოვდება და ერთიდან შენ ესროლე, ერთად ვეომოთო. არადა, ჩვენ კი არ დავიწყეთ მასთან ერთად ბრძოლა, მან დაიწყო ჩვენთან ერთად ბრძოლა. ის ხომ რაღაც დროის განმავლობაში მიშას “დუბინკებსაც“ აფინანსება. და აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ყველამ მოიგო, ავტომატი გამოგვართვეს, მოგვიშვირეს და მოგვკლეს. აი, ამ დონის მეწვრილმანეა ბიძინა ივანიშვილი. მას იმდენი ვაჟკაცობა არ ეყო, ჩემთვის დაერეკა, როცა “მაესტროს“ საქმეები იყო, იმდენი ვაჟკაცობა არ ეყო, როდესაც უცნობმა შეისყიდა, დაერეკა და ეთქვა.

_ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა შეისყიდა?
_ ბიძინას დავალებით შეისყიდა ვიღაცამ, შეიძლება იყოს ჩხარტიშვილი, შეიძლება სხვა ვიღაც, მაგრამ მისი დავალებით. რასაკვირელია, ჯიბის ფულს არ ამოიღებდა ივანიშვილი.

_ რას ფიქრობთ, დღეს მედიას ივანიშვილი მართავს?

_ აბა ვინ მართავს?! თქვენ გგონიათ წვრილმანი ბიზნესმენი რუხაძე და მრავალნაირ პოლიტიკურ სკანდალებში გახვეულმა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გუდავაძე აკონტროლებს? ბიძინასია ეს ყველაფერი და ახლა მას უნდა “რუსთავი 2“-ის ჯიბეში ჩასმა.

_ თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის _ ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელება?
_ მე ძალიან კარაგად ვიცნობდი ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელთან ერთადაც ღამეებიც გვითენებია, რეზინის ტყვიები და დუბინკა მოგვხვედრია. მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაც გვქონდა, როგორც რესპონდენტებთანაც. რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალაუფლება რყვნის და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვდავები და დედამიწის ცენტრი გონიათ თავი. ეს მათ ინტელექტზეც მეტყველებს, ეს სჭირდებათ მათ. ერთხელ ბიძინამ მკითხა _ როგორ ფიქრობ, როგორ განვათრდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ჩვენ ხლეისუფლებაში მოვალთო. მაშინ ვუთხარი _ ერთი არის მიშა სააკაშვილის გზა, მეორე არის ჰაველის გზა. ან ერთს დაადგებით, ან _ მეორეს,-მეთქი. გამართლდა ჩემი სიტყვები და მიშა სააკაშვილი რასაც აკეთებდა, ერთი-ერთში აკეთებენ ესენი, _ ამბობს მამუკა ღლონტი, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს საზოგადოების განვითარებაში ხედავს:

_ რევოლუციურად ვერ განვვითარდებით. მეტსაც გეტყვით _ ახლა რაც ხდება, საზოგადოების უდიდეს ნაწილს მოსწონს და უხარია. ასე იყო მაშინ, როცა სააკაშვილი 90 პროცენტით აირჩიეს და შემდეგ მიშამ სწორედ ის ადამიანები დაიჭირა და ერთ ადგილში გაუკეთა რაღაც, ვისაც ასე უხაროდა. აი, ასე იზამს ესეც. იკითხეთ ოქროს ბირჟის დაწვამდე რამდენი იყო ბიძინათი აღფრთოვანებული და რამდენია ახლა. სანამ არ მოხვდებათ საკუთარ სახეში, მანამ, სამწუხაროდ, საზოგადოების უმრავლესoბა ვერ ხვდება იმ მახეებს, რომელსაც დებენ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ განვითარებაა, მით უმეტეს, რომ რეგიონში, ფაქტობრივად, შვეიცარია ვართ. ის, რაც ხდება, რომ დღეს, “რუსთავი 2“-ს, რომელიც მე მდევნიდა, შავ პიარს აკეთებდა, ბოდიში და ტუალეტში რომ შევდიოდი, იქ მხდებოდა მათი ჟურნალისტი, ათასგვარ ტყუილებს ავრცელებდნენ ჩემზე და ჩემს მეგობრბეზე და დღეს, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, ნიშნავს ჩვენი და საზოგადოების განვათარებას. ეს ნიშნავს, რომ ნელი ნაბიჯებით განვვითარდებით და არ უნდა დავანებოთ ბინძურ პოლიტიკოსებს ჩვენი ქვეყანა, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას მამუკა ღლონტმა.

ღლონტი ამბობს, რომ თავის დროზე “მაესტრო“ მხოლოდ იმიტომ გახდა პოლიტიკური ტელევიზია, რომ “იმედი“ დაიკეტა:

_ დღეს თუ მოახერხებენ და “რუსთავი 2“-ს ჩაიგდებენ ხელში, არის ტელეკომპანია “პირველი“, თუ მერე მას ჩაიგდებენ ხელშ, გაჩნდება ტელეკომპანია მეორე, მესამე. ვერასდროს ვერ შეძლებენ ესენი სრული კონტროლის აღებას. თან 21-ს საუკუნეა და ნებისმიერს შეუძლია ლაივი ჩართოს, _ ამბობს მამუკა ღლონტი.

მისივე თქმით, რომ არა ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დანიშვნა, კიდევ შეიძლებოდა იმისა დაჯერება, რომ “რუსთავი 2“-ით ხელისუფლება არ არის დაინტერესებული:

_ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩააბარეს ვასილ მაღლაფერიძეს, უსუსტეს მენეჯერს, რომელმაც ვერანაირი რეიტინგი ვერ შესძინა მის თოქშოუს ჯი დი ეს-ზე. შეიძლება ის ნიჭიერი ადამიანია – მე მას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ტელევიზიაში მისი და ია ანთაძის გაკეთებული საქმე მე არ მინახავს. მით უმეტეს, რეიტინგული გადაცემა, რომლის გაკეთებაზეც მათ აქვთ პრეტენზია. და ამ ყველაფერში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი _ რატომ გონია ბიზნესმენ ივანიშვილს, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს საქართველოში, მისცემენ ამხელა ბერკეტებს ადამიანს, რომელიც საით გააქანებს ქვეყანას, არავინ იცის?

ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ჩვენი ბიუჯეტით კეთდებაა ავტობანები, იუსტიციის სახლები, კომპიუტერიზაცია, მშენებლობები?! _ აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

P.S. თუ მამუკა ღლონტის მიერ დასახელებული პიროვნებები მოისურვებენ კომენტარის გაკეთებას, ჩვენ მათ მოსაზრებებს სიამოვნებით გავაცნობთ მკითხველს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ასე რომ გებრძოლათ, არ ვიქნებოდით პარტიულები!" _ ჟორჟოლიანის მიმართვა დვალს

"კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების ჰიპნოზს?!" _ კალაძე შინაურ ჟურნალისტებს და ოპოზიციას

ყველა სიახლე

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9.01.2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო