„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა” – ეს განცხადება, “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია.
„ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ციტატებად ხალხში დაბნეული ყველაზე ნათელი და სკანდალური ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ საქმეზე, მაგალითად, დედა ოჯახის წევრი არ არის, ურთმელიძეზე, სასამართლომ მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა, კიდევ კარგი დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ იუსტიცის მინისტრს მივმართავ, ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება და მერე ამას მოჰყვება ყველა სხვა სამართლებრივი გზა. მარტო თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მით მეტეს არასწორს, დაარღვევთ საქართვლოს კანონმდებლობას და ჩაიდენთ თანამდებობრივ დანაშაულს,“ – აღნიშნა გვარამიამ.