ამ გამოძიებას აუცილებლად გააგრძელებს სხვა ხელისუფლება _ ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას.
სარალიძე ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს და საპასუხოდ, 10 სექტემბრიდან მორიგ აქციებს აანონსებს.
,,ამ გამოძიებას აუცილებლად გააგრძელებს სხვა ხელისუფლება. იქედან გამომდინარე, რომ ,,ოცნება“ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. განახლდება აქციები 10 სექტემბრიდან. კონკრეტულ მოთხოვნებს წარვადგენთ 10 სექტემბერს.
,,ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი დასკვნა, ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის მთავარი კითხვა _ ვინ მოკლა დავით სარალიძე“,_ თქვა სარალიძემ.