“ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით – არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით – დაგიჭერენ,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
“ლაშა პატრიოტია — საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა. სწორედ ამიტომ დააკავეს – უნდათ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ.
დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ ტიტუშკას მომიგზავნიან.
დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე – რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.
ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით – არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით – დაგიჭერენ.
მაგრამ ბოდიში და, ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან – ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. და ჩვენ ბევრნი ვიქნებით – ამას ყველა ნახავს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.































































