ტელეკომპანია „პირველში“ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნას არც მურუსიძის სასამართლოსთვის აპირებს და ამ ისტერიის შეჩერება, მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს შეუძლია.
„არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც მითიური, არასებული ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში.
მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია. სასაამართლოს დადგენილებაში განჩდა ჩანაწერი, რომ გამოძიებას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“. ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია „პირველი“ აღარ იყოს და არ იმაუწყებლოს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.