თბილისში, ამ წუთებში პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღების გამო:
,,ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ ,პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია! საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, , სალომე მელია”.
ავტორი