ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის მიხედვითაც, ის უკვე საქართველოშია, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
„მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს.
ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ…
გუშინ დილას გითხარით კიდეც.
წადით ბიძია სახლში…
ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა…“_ წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებს.
„ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ვიდეოები ფეიკია.
თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ აანერვიულონ და კიდევ ერთხელ ამოაყოფინონ თავი, ემანდ და იქნებ დავინახოთ და დავიჭიროთო..
აი, ასეთი მარტივი ხელისუფალი გვყავს….“.