„ამ მომენტისთვის ხმები არის საკმარისი და ოდნავ მეტიც, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები -ამას სჭირდება 113 ხმა, აქედან 92 არის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები, ცვლილებებს ასევე მხარს უჭერენ “კონსერვატორები”, „დამოუკიდებელი დეპუტატები”, „პატრიოტთა ალიანსი” – ეს ჯამში, 117 ხმაა დღეის მდგომარეობით” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2″ -ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციურ კანონის პროექტს უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოსი”.
„სხვა პოლიტიკური ჯგუფები, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოსი”, რომლებმაც, სხვათა შორის, აიღეს პირდაპირი პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ ასრულებენ ამ პასუხისმგებლობას.
პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ჯამში 117 ხმა დღეის მდგომარეობით მობილიზებულია. ეს ხმები არის საკმარისი რომ მივიღოთ ცვლილებები”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდაბიან და ეს საპარლამენტო არჩევნებში მათ შედეგზე უარყოფითად აისახება. ისინი უპასუხსიმგებლო, დესტრუქციული ოპოზიციის ნიშას საბოლოოდ გაიფორმებენ” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.