The New Voice of Ukraine-ს ინფორმაციით, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ “ამ ომის მასშტაბები წარმოუდგენელია”.
მისი თქმით, აგრესორმა სახელმწიფომ დაკარგა 2000-ზე მეტი ტანკი და საშუალოდ მისი სამხედროები დღეში 23 000-ზე მეტ საარტილერიო გასროლას ახორციელებს.
კავოლი მიიჩნევს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნატო ახალ რეალობას უნდა მოერგოს.
“თუ ვინმე მოდის ტანკით, თქვენც უნდა გქონდეთ ტანკი. თუმცა, ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ იარაღის სიზუსტე არის მთავარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობები. ომს ის იგებს, ვისაც ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმოება”,_ განაცხადა გენერალმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა დაკარგა 152 190 ჯარისკაცი.