გურიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების სახელით იყო ჩამოსული “ნაც.მოძრაობიდან” ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ცინიკურად შეახსენებდა თავის დროზე მასაც მოხვდა თუ არა “დუბინკა”, – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი გუშინ ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„გუშინ, გურიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების სახელით იყო ჩამოსული ნაც.მოძრაობიდან აი, ეს ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ცინიკურად შეახსენებდა თავის დროზე მასაც მოხვდა თუ არა “დუბინკა”. ამ პატარა ვიდეოდან ჩანს, როგორ “განიცდიან” წარსულს, რაზე არიან წამსვლელები და როგორ ხედავენ მომავალს. ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლია, ასე შეახსენებენ თავს მთელ საქართველოში“,- წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ხომერიკი.
ავტორი