ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს ავრცელებს.
“ამ ფოტოს ადგილას, რა ფოტო უნდა იყოს ახლავე გეტყვით
როგორც იცით, გუშინ და დღეს საჩუქრებს ვაგროვებთ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
აი, ხო ცხენივით ვდგავარ 10 წელია ქარვასლას შესასვლელში და ზუსტად 10 წუთით გავედი საკანცელარიო მაღაზიაში, ფორმატზე წარწერის დასაწერად – “საახალწლო საჩუქრები”.
ზუსტად ამ დროს მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი Salome Zourabichvili და ბავშვებს საჩუქრები მოუტანა _ მეძება, ვერ მიპოვა, საჩუქრები დამიტოვა და წავიდა .
დიიიიდი მადლობა ბავშვების სახელით, ქალბატონო პრეზიდენტო.
აჩუქეთ ბავშვებს საჩუქრები საახალწლოდ. გაიხსენეთ ყველა ბავშვი, ვისაც იცით, რომ საჩუქარი არ ექნება. მათგან, ერთი მაინც რომ გაახაროთ ერთი პატარა კანფეტით, ან სათამაშოთი, იცოდეთ, რომ არასოდეს არ დაავიწყდებათ.
ექვს საათამდე დღეს ისევ აქ ვართ და გელოდებით
ერთი წუთითაც აღარ გავალ არსად
#სიკეთეგადამდებია” , _ წერს აკა სინჯიკაშვილი.