https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამ რეფორმის მიზანს შიდა და გარე შოკების შემსუბუქება წარმოადგენს”

12:04; 6.04.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დაიწყო. დეპუტატებმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ცვლილება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებს შეეხება და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადებების წარდგენის ვადა, კანონის მოქმედი რედაქციით, სამი დღით იყო განსაზღვრული, აღარ იარსებებს. ცვლილებების თანახმად, მხოლოდ ელექტრონული ტენდერი დარჩება, რომლის გამოცხადების ვადებიც შესყიდვის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული. ასევე იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესიც. 

კანონპროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ.“ დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, მესამე მოსმენისთვის წარუდგინა.

მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა. 
მომხსენებელთა განმარტებებით, კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენების დროს რედაქციული და ტექნიკური ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. 

სხდომაზე, კანონპროექტთა პაკეტი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ,“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ პირველი მოსმენისათვის წარადგინა. მისი თქმით, საკანონმდებლო სიახლე კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობას, დანაზოგების წახალისებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და შიდა და გარე შოკების შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც საფინანსო სისტემაში არის დაგეგმილი და დღეს მისი განხორციელება მნიშვნელოვანი და დროულია, ვინაიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ეს არის ერთ-ერთი რეფორმა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, დანაზოგების წახალისება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და შიდა და გარე შოკების შემსუბუქება წარმოადგენს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც დეპოზიტების დაცულობას უზრუნველყოფს და დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემის შემთხვევაში მათ გარანტირებულად ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ნიკოლოზ გაგუას თქმით, არსებული საკანონმდებლო შემოთავაზება, სრულად ეყრდნობა დეპოზიტების დაზღვევის მხრივ არსებულ ყველა საერთაშორისო პრინციპს და აღნიშნული კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. 

„მრავალი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საფინანსო ზედამხედველობა საქართველოში ძალიან წარმატებულია. მათი შეფასებით, ზოგადად, საქართველოს საბანკო სისტემა საკმაოდ წარმატებულად ფასდება არა მარტო რეგიონის მასშტაბით, არამედ, უფრო ფართო არეალში. თუმცა ვთვლით, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ეს არის ახალი, დამატებითი ელემენტი, რომელიც კიდევ მეტად შეამცირებს დღეს საქართველოში არსებულ დაბალ რისკებს, რომელიც ამ სექტორში არსებობს,“ – განაცხადა მინისტრის მოდგილემ.

მისი განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის პრაქტიკა მსოფლიოს 125 ქვეყანაში წარმატებით არსებობს. 35 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ახლა მუშაობს ამ სისტემის დანერგვაზე. 

წარმოდგენილი კანონპროექტით, დამოუკიდებელი სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ იქმნება. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მათ მიერ სააგენტოს ფუნქციონირების, დაფინანსების, მიზნობრიობის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა.

„ვიცით, რომ კანონპროექტის მიღება ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი მოთხოვნაა და მივესალმებით იმას, რომ კანონს დროულად ვიღებთ. მით უფრო, რომ ამ ტიპის კანონი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მოქმედებს და შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის წარდგენას,“ – განაცხადა კანონპროექტთან დაკავშირებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„მინდა მივესალმო აღნიშნულ ინიციატივას, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი ნამდვილად იქნება წინ გადაგმული ნაბიჯი. ჩვენ ამით რეალურად ვქმნით საფინანსო ბაზრის უსაფრთხოების და გრძელვადიანი სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვან გარანტებს, დიდი მადლობა ჩვენს საფინანსო ბლოკს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სხდომაზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარმოადგინა. 

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოში ახალი ინსტიტუციის დანერგვა იწყება.

„ეს არის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ახალ ფუნდამენტს ჩაყრის ქართული საფინანსო სისტემის მდგრადობის მიმართულებით. წარმოდგენილი სისტემა, ქართული საბანკო სისტემის მეანაბრეს დაცულობის მაღალ ხარისხს აძლევს და ამასთან გარანტირებულია საბანკო სექტორის მდგრადობა. შედეგად, ქართული საბანკო დაწესებულებები დაცულია რყევებისგან და შესაბამისად იზრდება ეკონომიკური ეფექტები,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მარტო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება საბანკო სისტემის განვითარების გარანტი ვერ იქნება და ამისთვის აუცილებელია სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის ამუშავება.

„ეს არის ეფექტური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მოქნილი და მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. თუ ეს სამი მდგენელი ერთად მუშაობს, სწორედ ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება საბანკო სექტორი განვავითაროთ. დღეს, ჩვენ, საფინანსო სექტორის სწორედ ამ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას ვუყრით საფუძველს,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

პლენარულმა სხდომამ საქართველოს კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენისთვის განიხილა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა დეპუტატებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარუდგინა. კანონპროექტით ფართოვდება იმ კრედიტორთა წრე, რომელთაც უფლება აქვთ მოითხოვონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად, ყველა კრედიტორს, რომელთა მოთხოვნები აღიარებულია სასამართლოს მიერ, უფლება აქვს, მეურვისგან მოვალის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოითხოვოს.

პროექტის თანახმად, მოვალეს უფლება ეძლევა განცხადებით მოითხოვოს არა მარტო გაკოტრება, არამედ – რეაბილიტაციაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მან განცხადებას უნდა დაურთოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტიც. ამასთან, მოვალეს აღნიშნული განცხადების წარდგენის საშუალება მიეცემა იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომრიგებელი საბჭო. ამ შემთხვევაში, რეაბილიტაციის დაწყების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საკომიტეტო განხილვებისას კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები პროექტის წარმოდგენილ ვარიანტში უკვე ასახულია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

09:54; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13 თებერვალი, 2026

„უსაფრთხო” საღეჭი რეზინი

დარჩა თუ არა 53000-მდე მოქალაქე საარსებო შემწეობის გარეშე _ რას პასუხობენ ჯანდაცვაში ჭიაბერაშვილს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო