ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ციცინო როხვაძემ არ გაითვალისწინა ადვოკატ დავით მამალაძის წინადადება და მედიისთვის არ დახურა 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ზ.დ.-ის სასამართლო პროცესი.
სასამართლო პროცესის დროს პროკურორმა შოთა ჩხაიძემ განაცხადა, რომ ზ.დ.-ძე 2 იანვარს ფანჯრიდან შევიდა 80 წლის ქალის სახლში. მან მძინარე ქალის გაუპატიურება სცადა.
“ქალმა წინააღმდეგობა გაუწია მამაკაცს, რა დროს მან აიღო ბალიში და გაგუდა ის. ზ.დ.-ძე სახლიდან იპარავს მობილური ტელეფონს და ასევე ეზოში მყოფ ავტომანქანას.“- აღნიშნა საუბრის დროს შოთა ჩხაიძემ.
ასევე პროკურორის თქმით, მკვლელობის ჩადენის დროს ზ.დ-ძე ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ბრალდებულის ადვოკატის დავით მამალაძის თქმით, არანაირი გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ქონია.
“ამ საქმეში დამნაშავე ვართ თითოეული ჩვენგანი, ხელისუფლების ოთხივე შტო. განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ.“ – თქვა დავით მამალაძემ.