მებო ნუცუბიძეს “Россия 1”-ის ერთ-ერთი მუსიკალური შოუს ქასტინგ-რედაქტორი დაუკავშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში.
ჩემთვის, თითქოს ელემენტარულია, რომ წინასწარვე უნდა ხვდებოდეს ადამიანი ჩემს უარყოფით პასუხს, ვერც უნდა ბედავდეს მოწერას.
რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტ-ტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?
თუმცა, სამწუხაროდ, ამ სითავხედის საფუძველს ჩვენც ვაძლევთ, ხაჭაპურებით და ნანაინანაინანებით“.