იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთავაზება იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რაზეც პასუხი არ მიუღია, და შეთავაზება დღემდე ძალაშია. პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით კი, უწყებასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის წინ, რომ მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, და ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია ამ საკითხზე. შეთავაზება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ჩამოიყვანონ და ჩართონ მკურნალობის პროცესში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.