დღეს ჩოხატაური 21 მაისს საკუთარ სახლში მოკლულ 26 წლის ავთო კალანდაძეს ემშვიდობება; ბიჭს, რომლის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თუნდაც ერთხელ მოუხდა მასთან ურთიერთობა. ბიჭს, რომლითაც არა მარტო თავისი პატარა რაიონი, მთელი საქართველო იამაყებდა; ბიჭს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული დაჰქონდა გულით და „საუკუნო საგზლადაც“ მხოლოდ სიკეთე გაიყოლა. დღეს ჩოხატაური თავის ლამაზ შვილს ემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, 21 მაისს, დაახლოებით, 13 საათზე საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს.
ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, _ განუცხადეს “გურია ნიუსს” უწყებაში.