ამ წუთებში ბუკნარში მდებარე მუსლიმთა სალოცავში მრევლი იკრიბება.
როგორც გუშინ გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა დღეს ლოცვა აღავლინება სოფელში მდებარე ეკლესიასა და მუსლიმი თემის სალოცავში, რის შემდეგაც ორივე მხარის წარმომადგენლები შეხვდებიან და მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.
“კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება სოფლის კულტურის სახლში და ამით ამოიწურება ინციდენტი. ხელისუფლება გარანტიას აძლევს ყველა მორწმუნეს, რომ მათი უფლებები არ დაირღვევა. სამწუხარო ფაქტი მოხდა ვიღაცეების მცდელობა, რომ ამით ქულები დააგროვებინათ, მაგრამ ვფიქრობ, არ გამოუვიდათ”, _ გვითხრა აბესალომ ასლანიძემ, რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენელმა გურია- აჭარის რეგიონში.