ამ წუთებში ხანძარია მარტვილში _ სოფელ სალხინოში ტყის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა:
“ხანძარი ტყეშია. ადგილზე ვართ და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” მამუკა ქვარცხავა.
ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც _ უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.
უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.