თუ სისხლიანი ჯალათი გავხდი, ესეც ჩემი ტვირთია – ამ ფრაზით უპასუხა გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის რჩევას, გადამდგარიყო, რადგან მან 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ლეგიტიმაცია დაკარგა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მზად არის ეს ტვირთი აიღოს, თუკი ამის შემდეგ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შტურმის მიტანა ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამოა.
“მე თუ გავხდი ხალხში თვალში სისხლიან ჯალათი ეს ნიშნავს იმას,რომ ესეც ჩემი ტვირთია,რომელსაც როგორმე, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი ქვეყნის განვითარებისთვის შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ, ქალბატონო თამარ, ბოდიში,”-განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, თამარ ბაღაშვილმა მინისტრს უთხრა, რომ ის უკვე გახდა სისხლიანი ჯალათი.
_ “თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით – მიმართა შს მინისტრს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა.
მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ მინისტრი გადადგომას არ აპირებს, პრესკონფერენცია დატოვა.
„მე აღარ მაქვს შეკითხვა, თქვენ რჩებით თქვენს სავარძელში , ეს გავიგე, მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ერთ წინადადებას ვიტყვი და ალბათ, წავალ, რადგნა გაუგებარი არგუმენტების მოსმენა აღარ მინდა. ბატონო გიორგი, თქვენ 20 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნებით შს მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შს მინისტრის პოსტი თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი და მე მგონი ჯობს – გადადექით,“– უთხრა თამარ ბაღაშვილმა.