ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორიელებულ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს ეხმაურება.
„დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისათის, ადამიანის უფლებებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ.
ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ოპონენტებს ხელისუფლების, სირცხვილიას ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა, არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ეს რომ ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს.
გამოსავალი აქედან არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად და ამის გარეშე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის“, – განაცხადა ბოკერიამ.