https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამ ზაფხულს, იმ ზაფხულს… და ამასობაში გავიდა ცხოვრება!” _ ნინოშვილის ქუჩის მოუგვარებელი პრობლემა

9:11; 19.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნინოშვილის ქუჩა დაბა ჩოხატაურის ცენტრთან მდებარე უახლოესი ქუჩაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, ვერც ერთ დროში, ვერც ერთი ხელისუფლის ყურადღება ვერ მიიქციეს _ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლების ძირითადი პრობლემა დაზიანებული და გადასაადგილებლად რთული გზაა. მათი თქმით, ეს პრობლემა რამდენიმე ათეული წელია, აწუხებთ.

“თითქმის, 50 წელია, ამ ქუჩის რეაბილიტაციას ველოდები, ქუჩაზე მცხოვრები უფროსი თაობის ადამიანები კი _ გაცილებით მეტი. ვერც ერთ დროს, ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დავაინტერესეთ ჩვენი პრობლემით. ყოველ წელიწადს გვპირდებიან, ამ ზაფხულს ვერ მოხერხდა და იმ ზაფხულს აუცილებლად გაკეთდებაო. არადა, მგონი, ერთადერთი ქუჩაა მთელ მუნიციპალიტეტში, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია.

ჯერ სანიაღვრე არხების გაკეთებას ძლივს დაადგა საშველი _ სამჯერ გამოცხადდა ტენდერი, სამმა შემსრულებელმა “იმუშავა” და გამოუთხარა ჩვენს ღობეებს ძირი. ბოლოს და ბოლოს, გაკეთდა, ჩაყარეს ცხაურები. არხებით რამდენიმე ადგილას გაჭრეს გზაც, მაგრამ ცხაურზე იმდენად ვიწრო ლითონის ზოლი დააფარეს, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ფეხი ამ ზოლზე არ დაადგა, თორემ ცხაურში და არც თუ სასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდები. ამ ზაფხულს გადამავიწყდა _ ბავშვი მყავდა ხელში, ჩავვარდი და ფეხი ვიღრძე. მადლობა ღმერთს, ბავშვი არ დაშავებულა.

ჩვენი ქუჩით ხშირად სარგებლობენ ჭავჭავაძის ქუჩისა და სოფელ შუა ფარცხმის მცხოვრებლებიც. ჩემსავით შეემთხვა შუა ფარცხმაში მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონს. მან, სამწუხაროდ, ფეხი მოიტეხა და კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. ამ ფაქტს მე შევესწარი.

მანქანის ყოველ გავლაზე ხომ ამოყირავებულია ეს ზოლი. ზოგი პატიოსანი მძღოლი ჩერდება და ასწორებს ლითონის ზოლს, ზოგი გაივლის და ჩვენი საწვალებელია მერე. თან ისეთი მძიმეა, ძალა სჭირდება, რომ გაასწორო. ამასთან, იმხელა ხმა აქვს, ღამის საათებში თუ გადაიარა მანქანამ ზედ, მთელ უბანს აღვიძებს. პარალელურ ქუჩაზე მცხოვრებმა შემოგვჩივლა, იქნებ, გააკეთონ ბიჭებმა, თორემ ღამე მაგის ხმაური მაღვიძებს, მერე ვეღარ ვიძინებ და მთელი დღე წნევა მაქვსო”, _ მცხოვრებთა სათქმელს გვიზიარებს ნინოშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები, რომლის თქმითაც, გზა ისეა დაზიანებული, ფეხით გადაადგილება ძალიან უჭირთ.

“სანიაღვრე არხების კეთების სამუშაოებმა საერთოდ გაანადგურა გზა. ჯერ ისე დავიწროვდა, ორი მანქანა შეუვლის ერთმანეთს გვერდს კი არა, არის მონაკვეთი, სადაც ერთ მანქანასაც უჭირს გავლა.

ქუჩა რომ გადათხარეს, მერე მოიტანეს რამდენიმე მანქანა ერთმანეთში არეული ქვა და ტალახი, დაყარეს და მიგვატოვეს. ტალახი გადარეცხა წვიმამ, ქვა დარჩა. მძღოლები კიდევ სიფრთხილეს იჩენენ მოძრაობისას, მაგრამ ამხელა ლოდებზე ფეხით გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. ამას გარდა, გზა რამდენიმე ადგილას ჩაზნექილია, რომლის გასწორებას, რამდენიმე წელია, ჩვენ, ადგილობრივები ვცდილობთ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რატომღაც, არ ინტერესდებიან. იქნებ, თქვენი მეშვეობით გაგვცენ პასუხი, როდის დაადგება საშველი ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაციას და თუ არ იქნება, ისიც გვითხრან, რომ ტყუილი მოლოდინი არ გვქონდეს”, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ქუჩის მცხოვრებთა თქმით, მათ პრობლემას კარგად იცნობს მერის წარმომადგენელი დაბაში გოჩა ჯინჭარაძე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯინჭარაძე წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო მათ უბანში და მდგომარეობას გაეცნო. შესაბამისად, ადგილობრივთა კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯერ მას დავუკავშირდით, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის პირველ პირებს.

მერის წარმომადგენელმა გოჩა ჯინჭარაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ გზა გასაკეთებელია, მერიც საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული და კითხვაზე პასუხის მისაღებად, თუ როდის მოხდება ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ირაკლი კუჭავასთან გადაგვამისამართა:

“ფაქტია, რომ გასაკეთებელია. რეაბილიტაცია როდის მოხდება ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. ჩემი მოვალეობაა მერს გავაგებინო პრობლემის შესახებ. მერი აღნიშნული საკითხის შესახებ საქმის კურსშია და შეგიძლიათ, მას დაუკავშირდეთ ამ თემასთან დაკავშირებით”, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

ჯინჭარაძის შემდეგ მერთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ირაკლი კუჭავამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ნინოშვილის ქუჩა ასფალტირებულია:

“სრულად ასფალტირებული და რეაბილიტირებულია ნინოშვილის ქუჩა. ალბათ, ასეა, რადგან შესაბამის სამსახურს ქუჩა არ შეეშლებოდა”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.

მერიის პრესსამსახურიდან მიღებული პასუხის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, გოგი ბოლქვაძეს დავუკავშირდით _ მისი თქმით, ნინოშვილის ქუჩა ასფალტირებულია, თუმცა, ჩიხები გაკეთებული არ არის.

კითხვაზე _ როდის მოხდება ამ ჩიხების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს პასუხი არ აქვს.

ბოლქვაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადების დროს განიხილება:

“თვითონ ნინოშვილის ქუჩა მოასფალტებულია, თუმცა ჩიხები არ არის მოასფალტებული. სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში დაიგეგმება”, _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

უფრო კონკრეტული პასუხისთვის ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც დავუკავშირდით _ საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ საკითხს საკრებულო მას შემდეგ განიხილავს, რაც ახალი პროექტების განხილვა დაიწყება:

“ცენტრალური ქუჩა ასფალტირებულია, თუმცა, ნინოშვილის ქუჩას აქვს 2 შესახვევი და ისინი ასფალტირებული არაა. არაა ასფალტირებული, ასევე, ნინოშვილის და ბურჭულაძის ქუჩების დამაკავშირებელი პატარა მონაკვეთი. შარშან დავიწყეთ შესახვევების მოასფალტება. სხვა გზებთან ერთად რამდენიმე შესახვევი გავაკეთეთ და იმედია, წელსაც გავაგრძელებთ. ჯერ ახალი პროექტირება არ დაწყებულა. ვიცით, რომ ეგ საკითხი დგას და აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოზე”, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22 იანვარი, 2026

„მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ და ბოლომდე დავიხარჯებით“

144 დაინფიცირებულიდან ნაწილი მეშახტეა, ნაწილი ადმინისტრაციის თანამშრომელი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო