ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ამაღლებისა და სამების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 337 883 ლარი შეადგინა.პროექტი გარდამავალი იყო: გასულ წელს ასფალტის საფარი დაიგო გზის 900-მეტრიან მონაკვეთზე, წელს კი რეაბილიტირდა 400-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved