EURONEWS-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიის მთავრობის დაშლა აშშ-სა და ისრაელის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი იყო.
„ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ის, რაც სირიაში მოხდა, არის ამერიკის და ისრაელის ერთობლივი გეგმის შედეგი“, – თქვა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ეს მტკიცებულება ეჭვს არ ტოვებს“.
მან ასევე დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნის მონაწილეობა, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომელზე იყო საუბარი.