“კარგად ვარ. არაფერი სანერვიულო. ამათი შეშინებულის დედას შევ@@ი”
წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ.
ინფორმაციისთვის, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა ანა ყურაშვილმა პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება.” – წერს ანა ყურაშვილი