ანეკდოტად ქცეული ამბავი ჩოხატაურში.
ჩოხატაურში ერთმა ბებომ ძროხის სანახავად დაუძახა “ახალგამომცხვარ” ვეტერინარს, რომელიც ველოსიპედით მივიდა, შეათვალიერა ,,პაციენტი” _ ძროხა, მერე მიუბრუნდა ბებოს და უთხრა:
-აი, ატეხილია, ნინა ბებია?
-აუფ! რა წეიყვანს ამ სამგლეს ახლა ერკეთში?!
(მე -3 სოფელში იქიდან)
ვეტერინარს შეეცოდა ბებო, გახსნა ჩემოდანი, შპრიცით დალუქული კონტეინერიდან ამოიღო სპერმა და საჭირო ადგილას გაუკეთა, ერთი სიტყვით ხელოვნური განაყოფიერება ჩაატარა…
-ვსიო, აღარ უნდა ამას არაფერი, მაკეთაა უკვე!
-რას ჩივი, ნენა? ამას ბუღა არ უნდა? _ გაიკვირვა ბებიამ.
-არა, ნინა ბებია, მაკეთაა უკვე მაი!
-რაფერ, ნენა… ამაზე ახლა კურომ არ უნდა გადეიაროს ზეეთ? _დაუკონკრეტა ზდილობიანად.
– ასჯერ ხომ არ გეტყვი, ნინა ბებია, არ უნდა მაგას აფერი…
ბებო შემობრუნდა, მაღლა აწია თავი, გარდაისახა პირჯვარი და თავისთვის ჩაილაპარაკა _ ამ ხნის ქალი ვარ, დავბერდი, ნენა და პირველად ვნახე, ბუღა ველოსიპეტით დეიარებოდეს და ყ–ი ჩემოდნით დაქონდესო.